"არაფერია მიუღწეველი მისთვის, ვინც ცდილობს"
ალექსანდრე მაკედონელი
განათლება გვანიჭებს თავისუფლებას
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაშიმიღებული გამოცდილების საუძველზემოზარდმა უნდა შეძლოს:
1. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი ოასუხისმგებლობის გააზრება;
2. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
3. ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალურიმიღწევწბისეფექტიანად გამოყენება, დამუშავება და ანალიზი;
4. დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;
5. იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
6. საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;
7. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
8. იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

მასწავლებლის ათი მცნება
( თუ სიყვარული არ შეგიძლია,ნუ ასწავლი ბავშვებს)
.jpg)
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი ლუისა მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა) ცნობილი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. ეს მცნებები მან თავისი კოლეგებისთვის - მასწავლებლებისთვის შექმნა და ის დიდად პოპულარულია მსოფლიოში
ჩემი პედაგოგიური მრწამსი - რა არის განათლება
. "მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელმაც
განათლება უნდა მიიღოს, არის სოციალური ინდივიდი და საზოგადოება ინდივიდთა ორგანულ
ერთობას წარმოადგენს. თუ ჩვენ ბავშვს სოციალურ ფაქტორს გამოვაკლებთ, ხელში მხოლოდ აბსტრაქციაღა
შეგვრჩება; თუკი საზოგადოებისგან ინდივიდუალურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ინერტულ და უსიცოცხლო
მასას მივიღებთ. მაშასადამე, განათლება, ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების და ჩვევების
ფსიქოლოგიური საფუძვლების წვდომით უნდა დაიწყოს - განათლება, სწორედ ამ საკითხებთან
მიმართებით ყოველ ნაბიჯზე უნდა კონტროლდებოდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ უნარების,
ინტერესებისა და ჩვევების ინტერპრეტირება - აუცილებელია გვესმოდეს მათი მნიშვნელობა.
ისინი მათი სოციალური ეკვივალენტების შესაბამისად უნდა განიმარტოს - იმ თვალსაზრისით,
თუ როგორ წაადგება საზოგადოებას."
ჯონ დუი
Комментариев нет:
Отправить комментарий